დღეს პარლამენტის სესიაზე დეპუტატებმა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე უნდა იმსჯელონ. საკითხის განხილვა გუშინდელ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ვერ მოესწრო.
უმრავლესობა ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. არ არის გამორიცხული, ამ თემასთან დაკავშირებით რეფერენდუმიც გაიმართოს.