19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტის გამოძიება - "ეს შენ გეხება" პროკურატურას მიმართავს

კამპანია ეს შენ გეხებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ.

ამ თემაზე სამოქალაქო სექტორმა განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ 5 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების მიუხედავად დღემდე პასუხგაუცემელია არაერთი კითხვა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი მივიწყებას არ უნდა მიეცეს და საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებული როლი აკისრია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის  მიმართულებით.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები