ევროვიზია 2016-ზე საქართველოს წარმომადგენლებმა, ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, Globe Arena-ზე იმართება. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს, ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდა, ფინალი კი 14 მაისს გაიმართება.