ხმაური იყო სანზონაში, პირველ კორპუსთან. მოსახლეობა სათამაშო მოედნის დემონტაჟსა და მის ადგილას დაგეგმილ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდა.
მათი განმარტებით, ტერიტორია ოფიციალურად არავის საკუთრებაში არ არის და იქ წლებია სტადიონი ფუნქციონირებს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.