19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
დამკრძალავი ბიუროების მეპატრონეების პროტესტი 112-ის ექიმების წინააღმდეგ

დამკრძალავი ბიუროების მეპატრონეებმა დღეს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მხრიდან სარიტუალო მომსახურების შეთავაზებას აპროტესტებენ.

ისინი სარიტუალო მომსახურების სფეროში არალეგალურ ფაქტებზე საუბრობენ და გადასახადების გვერდის ავლით, უკანონო მოქმედებებზე მიუთითებენ.

აქციის მონაწილეები კანონდარღვევაში თბილისის გამგეობებსაც ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ მომსახურების მიღების მსურველებს სოციალურად დაუცველებად არეგისტრირებენ და მათ დამატებით თანხებს ართმევენ.

დღის ამბები