19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ცესკო-ში იმსჯელებენ, უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ოჯახის ცნების განსამარტად

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე, სანდრო ბრეგაძესთან და ზვიად ტომარაძესთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან ერთად საერთო სახალხო რეფერენდუმის ჩატარება სთხოვეს. რეფერენდუმმა უნდა აჩვენოს საზოგადოების აზრი, ემხრობიან თუ არა კონსტიტუციაში ოჯახის ერთობის, როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის, ჩანაწერის გაკეთებას.

საკითხზე ცესკომ დღეს 4 საათზე უნდა იმსჯელოს. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორების თქმით, კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ისინი ამ ინიციატივაზე უარს იტყვიან.

"ჩემს ხელთ არსებული გადამოწმებული ინფორმაციით, იმიტომ გაიწელა გადაწყვეტილების მიღება, რადგან მიმდინარეობდა სერიოზული მოლაპარაკებები და სერიოზული ზეწოლა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე, რათა დღევანდელ სხდომაზე მიღებული იქნას უარყოფითი გადაწყვეტილება", - განაცხადა მოძრაობა ეროვნულების დამფუძნებელმა სანდრო ბრეგაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრის სოსო მანჯავიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერის ბევრი მსურველი გამოჩნდა.

"ეს საკითხი გადაიქცა პოლიტიკური ინსინუაციების საგნად და პოლიტიკური ქულების დაწერის ბევრი მსურველი გამოჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გაიწელა ეს საკითხი და ამ მოწვევის პარლამენტი ამ შესწორებას ვერ შეიტანს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვეტანა ეს საკითხი სარეფერენდუმოდ", - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

დღის ამბები