სამართალდამცველთა რეფორმების ხელმძღვანელი პროკურატურას მიმართავს. საქმე ეხება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩების გადაკვეთაზე მშენებარე სავაჭრო ცენტრს, რომლის ნებართვაც, ზვიად კუპრავას განცხადებით, გაყალბებული ხელმოწერით არის გაცემული.
საბუთზე იმ დროინდელი მთავარი არქიტექტორის - მასხარაშვილის ხელმოწერაა ასახული. კუპრავა პროკურატურას თხოვს შეისწავლონ ხელმოწერის სიზუსტე და მშენებლობა შეაჩერონ.