კულტურის სამინისტროსა და კომპანია LCG-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს კულტურის მინისტრმა და კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა ხელი დინამო არენაზე მოაწერეს.
ლოიალ კაპიტალ გრუპი მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის Check in Georgia-ს მთავარი პარტნიორია. ამ ეტაპზე პროექტს საქართველოში მოქმედი 20-ზე მეტი კომპანია შეუერთდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილი 150-ზე მეტი კულტურული ღონისძიების პარტნიორები იქნებიან.
კომპანიების მხრიდან საპარტნიორო პაკეტების ნაცვლად მიღებული მთლიანი შემოსავალი 6 მილიონ ლარს შეადგენს.