ფოტო-ფესტივალი ქოლგა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოებით გაიხსნა. 5 ნომინაციაში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფოტოხელოვანიც აღმოჩნდა. წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ქოლგაში 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა.
15 ათასი ფოტოდან კი საუკეთესოები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულებს კულტურის სამინისტრომ და თბილისის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა.
ფოტო კვირეულის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ხელოვანების გამოფენები გაიმართება.