19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
13 ივნისის სტიქია -  ქირით მცხოვრები დაზარალებულები 3 ათას ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის წესი კვლავ მსჯელობის თემა იყო დღეს საკრებულოში.

სხდომაზე იმ 22 ოჯახის საკითხზე იმსჯელეს, ვინც წყალდიდობის დროს ქირით ცხოვრობდა. დეპუტატებმა მერიისა და ნაციონალური მოძრაობების ალტერნატიულ პროექტებზე იმსჯელეს.

ქალაქის მთავრობა 3 ათას, ოპოზიცია კი 8 ათას ლარიანი კომპენსაციის გაცემას ითხოვდა.

კონსულტაციების შედეგად საკრებულომ მერიის ვარიანტს დაუჭირა მხარი, თუმცა მუნიციპალიტეტმა ცალკეულ შემთხვევებში თანხა გაზარდა და 2 სულიან ოჯახზე 4 ათასის, მეტი წევრის შემთხვევაში კი 6 ათასის გაცემას დათანხმდა.

არ დაკმაყოფილდა ოპოზიციის მოთხოვნა მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. 

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სევდია უგრეხელიძის თქმით, მომავალში, უკვე სხვა ფორმით დააყენებენ საკითხს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ.

ქალაქის ხელისუფლება ვერეს ხეობის ყოფილი მაცხოვრებლების ადვოკატმა კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები