ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15 პროცენტით არის გაზრდილი იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაღალჩინოსნები თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ-საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში ე.წ. ელიტური კორუფციაა.
იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საჯარო მოხელეთა საქმიანობას მონიტორინგს უწევენ და წლიდან წლამდე მათ ანგრიშებში შესაძლო კორუფციის ფაქტები ხვდება, აცხადებენ, რომ მიზეზი საკანონმდებლო ხარვეზში არ არის. პრობლემა კანონის აღსრულება და პოლიტიკური ნებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მაღალჩინოსანთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტის შექმნას სთავაზობენ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.