19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
Be Next - დამწყები დიზაინერების კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია

დამწყები დიზაინერების კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია. Be Next მოდის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებს ტრადიციულად აკადემიური ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

საერთშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის 23 მონაწილესგან 9 დიზაინერმა ჯილდოები ევროპული მოდის აკადემიებისგან მიიღო.

ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსში წელს ქართველებთან ერთად 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. Be Next-ის დახმარებით, მათ მოდის სამყაროს გავლენიან წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარების გარდა, ლექციები მოისმინეს ლონდონის მოდის კოლეჯის ლექტორისგან. 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები