დაღუპული გმირების მემორიალური დაფები გაიხსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის სკოლაში. ცერემონიას თავდაცვისა და განათლების მინისტრები დაესწრნენ.
თინა ხიდაშელმა და თამარ სანიკიძემ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და სოფლის სკოლაში აღზრდილი ზურაბ ფეიქრიშვილისა და გიორგი კირაკოზაშვილის დამსახურებებზე ისაუბრეს.
სამხედრო პოლიციის რიგითი ზურაბ ფეიქრიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა, დაზვერვის კაპიტანი გიორგი კირაკოზაშვილი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა.
მსგავსი ღონისძიებები უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.