19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ამ ქვეყნის მთავარი მევახშე არის ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გუგავა

ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან აქცია გამართა. პარტიის წარმომადგენლები ონლაინსესხებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას აპროტესტებენ.

ლეიბორისტული პარტია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ორშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალური პეტიციის შეტანით დაასრულებს .

„ხელისუფლება არა მხოლოდ მფარველობს ამ მევახშეებს, არამედ თავად გვევლინება მთავარ მევახშედ. ამ ქვეყნის მთავარი მევახშე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შემოდგომაზე აუცილებლად გამოვიყვანთ იმ სოროდან, რომლიდანაც ის ხელმძღვანელობს ამ ქვეყანას და ძარცვავს მოსახლეობას,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ. 

დღის ამბები