თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვაში - თბილისი მეორე საერთშორისო HR კონფერენციას მასპინძლობს.
შეკრების მიზანი ორგანიზაციებში ამ სფეროში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შემოღება, მათი დანერგვის გზებისა და შესაძლებლობების გამოვლენაა.
კონფერენციას სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.