ევროვიზიის კონკურსი უკრაინელმა მომღერალმა მოიგო. ჯამალამ, რომელიც წარმოშობით ყირიმელი თათარია, ფინალში 534 ქულა დააგროვა. მისი სიმღერა 1944 სწორედ ყირიმელი თათრების მიერ გადატანილ ტრაგედიას ეხებოდა.
მეორე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა.
რაც შეეხება საქართველოს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz დაგროვილი 104 ქულით მე-20 ადგილზე გავიდნენ. ყველაზე მაღალი - 12 ქულა საქართველოს დიდმა ბრიტანეთმა დაუწერა.
აღსაღნიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური ჟიურის ყველაზე მეტი ქულა ავსტრალიამ მიიღო, მაყურებლის ფავორიტი კი რუსეთი იყო. თუმცა, ქულების ჯამით ორივე ქვეყანას უკრაინამ აჯობა. შესაბამისად, უკრაინამ 2017 წლის ევროვიზიის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.