ევროვიზიის კონკურსი უკრაინელმა მომღერალმა მოიგო. როგორც ირკვევა, ევროვიზიის კონკურსს ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი გულშემატკივრობდა და მისი ფავორიტი სწორედ უკრაინელი კონკურსანტი იყო.
წუხელ უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ გაიმარჯვა, საქართველოს წარმომადგენლებმა კი მე-20 ადგილი დაიკავეს.
სოციალურ ქსელ ტვიტერში "ჰარი პოტერის" ავტორისგან შექება საქართველომაც დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ნინა სუბლატმა თბილისიდან ჩართვისას ქართული ხმის მიცემის შედეგები გამოაცხადა - საქართველომ უკრაინას 12 ქულა დაუწერა. ამ ინფორმაციის შემდეგ როულინგის ტვიტერზე დაწერა: "მომეწონა საქართველოს დამოკიდებულება. 12 ქულა უკრაინას, არც ერთი რუსეთს და თანაც, ამის გამოსაცხადებლად მათ ვამპირი გამოგზავნეს".
მანამდე იმავე ევროვიზიის კონკურსის გამო საქართველოს კულტუის მინისტრი პრანკერების მსხვერპლი გახდა. რუსულ ტელეარხ ენ-ტე-ვეს თოქ-შოუზე "ზვანოკ" იხილავდნენ ევროვიზიის კონკურსზე სხვადასხვა ქვეყნის მიერ ქულების მინიჭების საეჭვო მექანიზმებს. ამ თოქ-შოუზე პრანკერმა ვოვანმა წარადგინა მისი სატელეფონო საუბარი უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით მოლდოვას და საქართველოს კულტურის მინისტრებთან. ფსევდო ევგენი ნიშჩუკი მიხეილ გიორგაძეს სთხოვს ხმის მიცემისას დახმარებას.