საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს არასამთავრობო სექტორი.
მათი შეფასებით, ცვლილებები საფრთხეს უქმნის პლენუმის მიერ გადაწყვეტილების დროულად მიღებას. როგორც განმარტავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება საშუალება, ეფექტურად მიიღოს გადაწყვეტილებები, გააუქმოს კანონი ან შეაჩეროს ნორმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს დამორჩილებას ისახავს მიზნად. მათი თქმით, ხელისუფლებას სასამართლოს დასუსტება მის მიერ ბოლო დროს გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო სურს.