19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ძლიერმა სეტყვამ კახეთში გურჯაანის რაიონის 4, საგარეჯოში კი 5 სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5 და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი დააზარალა. ორივე რაიონში სეტყვით მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყება.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, სადაც ადგილობრივების თქმით, 150 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა.

სოფლებში, დარჩიეთსა და ნანიანში კი მარწყვის მოსავალი და ბოსტნეული ასევე მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქიამ სრულად გაანადგურა და როგორც ამბობენ, წელს მოსავლის გარეშე დარჩნენ.

ვენახების გადასარჩენად კი მოსახლეობა ხელისუფლებას შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას სთხოვს.

საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა ასევე სიღნაღის ორ სოფელში - ტიბაანსა და ძველ ანაგაში.

დღის ამბები