ჭუბერის მოსახლეობამ ნენსკრა ჰესის პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი, პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს.
პროექტის ინვესტორის ქეი ვოთერისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოსახლეობის მოთხოვნით ჭუბერში გაიმართა. მათ ადგილობრივ მოსახლეობას სამოქმედო გეგმა კიდევ ერთხელ წარუდგინეს, რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებასა და განვითარებას შეეხება.