ლგბტ ჯგუფები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს საჯარო გამოსვლას აღარ გამართავენ. ამასთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.
მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოდ შეკრების გარანტია, რის გამოც მიიღეს შეკრების ჩაშლის გადაწყვეტილება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 17 მაისს ამ ტერიტორიაზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებია დაგეგმილი. ლგბტ ჯგუფები უარს ამბობენ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილსა და თარიღზე.