სამართალდამცველებმა ერთი პირი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.