ლეიბორისტულმა პარტიამ პეტიციით საქართველოს მთავრობას მიმართა. განცხადება გიორგი გუგავამ ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად მთავრობის კანცელარიაში შეიტანა.
განცხადების თანახმად, ისინი ონლაინ სესხების კომპანიების მიმართ ახალ გამკაცრებულ რეგულაციებსა და კანოში ცვლილებებს ითხოვენ.
ასევე, გიორგი გუგავას თქმით, აუცილებელია მოსახლეობას გადაუხდელი სესხის შედეგად დარიცხული ჯარიმები გაუუქმდეს.
შრომითი პარტიის წარმომადგენლებმა განცხადების შეტანამდე საპროტესტო აქცია კანცელარიის შესასვლელთან გამართეს.