19 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ქალაქის ბიბლიოთეკა-ახალი პროექტი წიგნის მოყვარულებისთვის

საყვარელი ავტორის თხზულების და ლექსების შერჩევაში ბიბლიოთეკების და მაღაზიების ნაცვლად მალე მკითხველს, ქალაქის ბიბლიოთეკა დაეხმარება. ქართველი მწერლების და პოეტების შემოქმედება თაროებიდან თბილისის ქუჩებში გდაინაცვლებს.

ელექტრონული წიგნები სპეციალურ მანიშნებლებთან ერთად მწერლების და პოეტების სახელობის ქუჩებზე განთავსდება. მათზე დაბეჭდილი ქიუ არ კოდის საშუალებით კი წიგნების ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ქალაქის ელექტრონულ ბიბლიოთეკად გადაქცევის პროექტი ელექტრონული წიგნების სახლ საბას ეკუთვნის. წლის ბოლომდე კი ქალაქი ბიბლიოთეკას ფარგლებში 300-მდე ავტორი ქალაქის ამდენივე წერტილში იქნება ხელმისაწვდომი.

ქალაქის ბიბლიოთეკის ელექტრონული წაკითხვის შესაძლებლობა მკითხველს დეკემბრიდან მიეცემა.

ავტორი: სალომე ბენაშვილი.

დღის ამბები