20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
კაბელების საქმე - ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, "თავისუფალი დემოკრატები" კი აქციებს აანონსებენ

დასაბუთებული განჩინების ჩაბარებას ელოდება ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი, რის შემდეგაც ლევან სამუშია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ამისთვის მას მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადა აქვს.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ინტერესთა დამცველი დღეს დაკავებულების ნახვას გეგმავს.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ უწოდებს უკანონოს და პოლიტიკურად მოტივირებულს.

თავისუფალი დემოკრატები კი ამ თემაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. კვირის ბოლოს დაგეგმილია საპროტესტო აქციაც.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულ პირებს გუშინ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები