20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
17 მაისი - რუსთაველზე სასულიერო პირები და მრევლი მსვლელობას გეგმავს

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად, მსვლელოებას გეგმავენ დღეს რუსთაველზე სასულიერო პირები და მრევლი. ეს დღე პატრიარქმა ორი წლის წინ დააწესა.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ლგბტ ჯგუფების მიერ მსვლელობა იგეგმებოდა, თუმცა მათ შეკრება გადადეს და მიზეზად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ხელისუფლებისგან უსაფრთხოდ შეკრების გარანტია ვერ მიიღეს.

შეგახსენებთ, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ათი ლგბტ აქტივისტი დააკავეს განთენიისას სამართალდამცველებმა. ისინი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საღებავით წარწერებს საპატარიარქოს ღობის კედელზე აკეთებდნენ.

დღის ამბები