19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ლგბტ უფლებადამცველებმა ოჯახების მსოფლიო კონგრესის პარალელურად ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს

სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში მიმდინარეობს ოჯახების მსოფლიო კონგრესი, რომლის ერთერთი ხელმძღვანელია ბიზნესმენი ლევან ვასაძე. კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად, სასტუმროსთან მივიდნენ ლგბტ უფლებადამცველები, რომლებმაც ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს.

მათ ადგილზე მიიტანეს ფერადად შეღებილი სკამი, რომელიც ასოცირდება 2013 წლის 17 მაისთან. პოლიციამ კი მათ სკამის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმის უფლება არ მისცა.

ისინი აცხადებდნენ, რომ მათ პროტესტი ქონდათ ოჯახების მსოფლიო კონგრესის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Iveria -ში მიმდინარეობს. 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები