აქცია საკრებულოსთან - არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში სხვადასხვა მშენებლობებს, მათ შორის პანორამა თბილისის მშენებლობას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას და შინდისში გზის მშენებლობას აპროტესტებენ. თუმცა მათ ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს.
სამოქალაქო სექტორის სურდა, რომ პროტესტით დახვედროდნენ ისინი დედაქალაქის მერს, როდესაც საკრებულოს შენობაში შევიდოდა, თუმცა ძალოვანებმა მონაწილეებს არ მისცეს აქციის გაგრძელების საშუალება და მათ მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი საკრებულოს შენობაში შევიდა, აქციის მონაწილეებმა ისევ საკრებულოს წინ გადაინაცვლეს და აქცია იქ გააგრძელეს.
შეგახსენებთ, თბილისის მერი დავით ნარმანია დეპუტატებს იმ არგუმენტებს გააცნობს, რომლის საფუძველზეც მერიამ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია გაასხვისა და 29 ჰექტრის გაყიდვის გადაწყევტილება მიიღო.