ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს ლგბტ უფლებადამცველებმა, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება.
ისინი ითხოვდნენ, რომ 17 მაისს, მსოფლიო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციით აღენიშნათ, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, პოლიციამ მათი უფლებების დაცვა ვერ უზრუნველყო.
„შეხვედრა შედგა უშუალოდ არჩილ თალაკვაძის კაბინეტში, მას ესწრებოდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, იქ გაჟღერდა სხვადასხვა შემოთავაზება, სხვა ადგილას რომ ჩაგვეტარებინა ეს აქცია. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგებთ თალაკვაძის განცხადებას, რომ ის ჩვენ საერთოდ არ შეგვხვედრია და არანაირ5 შემოთავაზებაზე საუბარი არ იყო,“ - განმარტა ლგბტ საქართველოს დირექტორმა, ლევან ბერიანიძემ.