20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
დაკავებები თბილისში - ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

დაკავებებით დაიწყო თბილისში ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. პოლიციამ გამთენიისას ლგბტ აქტივისტები და უფლებადამცველები აიყვანა, რასაც ხმაური და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

10 დაკავებულიდან  სამს - ქალაქის იერსახის დამახინჯება, შვიდს კი დამატებით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ბრალდება.

სასამართლო პროცესი 20 მაისს გამართება.

ლგბტ აქტივისტების ინტერესების დამცველებმა იმ 13 პოლიციელის დაკითხვა თხოვეს, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამართალდამცველებს ჩვენების მიცემა სასმართლო პროცესზე მოუწევთ.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები