20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
საპატრიარქო მეორე წელია, 17 მაისს "ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს" აღნიშნავს

მეორე წელია, 17 მაისს "ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს" აღნიშნავს საპატრიარქო. დღეს სასულიერო პირებმა და მრევლმა მსვლელობა მოაწყეს, რომელიც ვარდების მოედნიდან დაიწყო და მასში, მსოფლიო ოჯახის კონგრესის ორგანიზატორთან ერთად, არაერთი პოლიტიკოსიც იღებდა მონაწილეობას.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

"ოჯახის სიწმინდის დაცვის და მშობლების პატივისცემის დღედ" 17 მაისი, პატრიარქის ინიციატივით, 2014 წელს გამოცხადდა.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები