09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
პუტინი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პირობას აყენებს

„უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას და ერთიანობას იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება”, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ასე შეიძლება დაუბრუნდეს ქვეყანა ერთიანობას და ეკონომიკური და სოციალური სფეროს განვითარებას.

ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის სანქციებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთი ღია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთგული რჩება და კაპიტალის ბრუნვაზე აკრძალვების შემოღებას არ გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები