19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"ბესიკ ბუგიანიშვილი იჭერს სამშობლოს სამსახურისთვის" - აქცია თბილისში

ბესიკ ბუგიანიშვილი იჭერს სამშობლოს სამსახურისთვის -  ამ შინაარსის პლაკატები გააკრეს თბილისში თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.

ამ ფორმით მათ ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლე ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 

პლაკატების გაკვრაში ხელი ახალგაზრდებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუშალეს. 8 მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააჯარიმეს, პლაკატები კი ჩამოართვეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ არავინ დაუკავებიათ და ახალგაზრდებს მხოლოდ ხელწერილი ჩამოართვეს.

დღის ამბები