19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მეუფის რეზიდენცია დაიწვა

სამი საათის გამავლობაში აქრობდნენ მეხანძრეები ზუგდიდის რაიონის, სოფელ კორცხელში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მეუფის რეზიდენციაში გაჩენილ ხანძარს.

დამწვარია შენობის სხვენი, ხანძარი სავარაუდოდ, სწორედ აქ გაჩნდა. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ერთ-ერთ ვერსიად ელექტროსადენები სახელდება.

რეზიდენციიდან ხატების და სიწმინდეების გამოტანა დროულად მოხერხდა, ხანძარი არ გადადებია გვერდით მდებარე სხვა შენობებს. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

დღის ამბები