ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. NISSAN-ის მარკის ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ სანაპიროს მოაჯირი გაანგრია.
მანქანა მტკვარში არ გადავარდნილა, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება ორი დღის წინ მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს, მაშველები ისევ აგრძელებენ ძებნას.