დახურულ დაწესებულებებში არსებული ვითარება და წამების პრევენციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. ამ მიმართულებით მომზადებულ კვლევას გააცნობს დღეს საზოგადოებას დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად დახურულ ინსტიტუციებში მონიტორინგის ჩატარების უფლებამოსილება მხოლოდ სახალხო დამცველს აქვს მინიჭებული, რაც არ არის საკმარისი წამების პრევენციისთვის.