19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის პრესკონფერენცია. ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც აცხადებენ, მათ რამდენჯერმე მიმართეს ხელმძღვანელობას, თუმცა უშედეგოდ.

ისინი ასევე მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს შეასრულოს მედიატორის როლი. ადმინისტრაციას კი 21 დღიან ვადას აძლევენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მათ მოთხოვნებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები