აუდიტორია 115-ის ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს. სტუდენტები დღეს ტელევიზიის შენობასთან მივიდნენ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა საკუთარი მოთხოვნები დააყენა.
მათი თქმით, თანამშრომლებს ლეგიტიმური მოთხოვნები აქვთ და მოუწოდეს პროფესორებს, რომლებიც სამეურვეო საბჭოში არიან, მათი ხელფასების ზრდაზე მსჯელობა დაიწყონ.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი ბიუჯეტი და სად მიდის ჩვენ არ ვიცით, წავიდეს ამ ადამიანების ჯიბეში და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,“ - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
საზოგადიოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
დათმობებზე წასვლისთვის დასაქმებულების ნაწილი მაუწყებელს 21 დღიან ვადას აძლევს და მედიატორის როლის შესრულებას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს.