19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"ვიღაცეებს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ვიღაცეები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს“ - გიორგი გვიმრაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ქონდა ბორდის ხელმძღვანელს. მან ეს კურიერთან საუბარში დაადასტურა. თუმცა, რატომ არ მოხდაც რეაგირება, ამასთან დაკავშირებით ის არ საუბრობს.

ასევე არხის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ არხზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოხდეს ხელფასების მატება. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რეორგანიზაციის საფუძველზე თანამშრომელთა გათავისუფლებაც მოხდეს.

„ჩვენ რეორგანიზაციის პროცესში ვართ და უნდა გადაიხედოს ყველაფერი, მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობა. ვიღაცეებს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ვიღაცეები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს,“ - აღნიშნა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ. 

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს აქცია ბრიფინგი გამართა. ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც აცხადებენ, მათ რამდენჯერმე მიმართეს ხელმძღვანელობას, თუმცა უშედეგოდ.

ადმინისტრაციას ისინი 21 დღიან ვადას აძლევენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.

დღის ამბები