19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
კომპანია ცენტრ პონტის მიერ დაზარალებულები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

კომპანია ცენტრ პონტის მიერ  დაზარალებულები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გაჭიანურდა და ცენტრ პოინტი აგრძელებს თაღლითურ მუშაობას.

აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დისიპლინური საკთხის დაყენება, რომელმაც აღნიშნული საქმე რამდენიმე დღის წინ აიცილა თავიდან.  

აქციის მონაწილეების თქმით,  საქალაქო სასამართლოში უნდა განახლდეს საქმის არსებითი განხილვა შ.პ.ს ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებლისა და შ.პ.ს დექსუსის წარმომადგენლის მიმართ.

მათივე მოთხოვნით, 2016 წლის 8 აგვისტომდე უნდა გასამართლდნენ საქმეში ბრალდებულის სახით მიცემული პირები, მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და ივანე ცაგურია.  

დღის ამბები