ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერის საკრებულოში გამოსვლა შეაფასა. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიამ ყურადღება სხვა საკითხებზე გაამახვილა, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით არსებული კითხვები კი ღიად დატოვა.
“რატომ მოხდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ჩუმად, კანონის უხეში დარღვევით მითვისება ბიძინა ივანიშვილის მიერ და თბილისის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს ვერც ერთი კანონის მუხლი, რომლითაც შესაძლებელი იყო ბოტანიკური ბაღის ივანიშვილის მიერ მისაკუთრება. შეკითხვები, რომლებზეც პასუხის არ გაცემა ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრში, 400 ათასი კვ. საერთო სარგებლობის სარეკრეაციო სივრცით, ამიერიდან ისარგებლებს მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.