არასამთავრობო ორგანიზაციები დახურულ დაწესებულებებზე სამოქალაქო მონიტორინგის დაწესებას ითხოვენ. ჯგუფის მიზანი პენიტენციალური სისტემიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრა იქნება.
დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში დახურულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები გახშირდა, რის გამოც რეგულარული მონიტორინგის დაწყებას აუცილებლობად მიიჩნევენ.
პრეზენტაცია დღეს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა გამართეს. შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდა.