ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს მოუსმინეს დღეს პარლამენტში.
ირინა მილორავა 2015 წლის ანგარიშით წარსდგა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე. მან ყურადღება გაამახვილა სისტემაში გაზის დანაკარგებსა და ასევე გაზგასამართი სადგურების რეგულირების საკითხებზე.
„აღრიცხვაში ნამდვილად იკარგება, გიდასტურებთ,“ - განაცხადა ირინა მილორავამ.