19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
"ცენტრ-პოინტის" პროექტებით დაზარალებულები მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ

ცენტრ-პოინტის პროექტებით დაზარალებულები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრას ითხოვენ. დღეს გამართულ აქციაზე მათ განაცხადეს, რომ დაზარალებულთა დიდ ნაწილს დაფარული აქვს მთლიანი თანხა, თუმცა ბინები ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ჭიანურდება. დაზარალებულებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვეს, რომელიც მათი მტკიცებით გარიგებულია კომპანიის წარმომადგენლებთან, თუმცა მან საქმის განხილვა რამდენიმე დღის წინ აიცილა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ჯერ არ გამოხმაურებიან. 

დღის ამბები