საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორები მერიის მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და სასამართლოში საჩივრის შეტანისთვის ემზადებიან.
მათი მტკიცებით, ბრალდება თითქოს მათი სამსახურიდან დათხოვნა პროცედურული დარღვევების გამო მოხდა, აბსურდულია.
ბაღების კიდევ 4 ხელმძღვანელი გუშინ, დღის ბოლოს გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი უდესიანის და - ელზა უდესიანია.
უდესიანების ოჯახი პირადად მათზე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს და თორდინავას არა ერთ კანონდარღვევაში ადანაშაულებს, რის გამოაშკარავებასაც უახლოეს პერიოდში აპირებს.