19 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
საყდრისის დაცვის კომიტეტი დღეს პრემიერს მიმართავს და მიხეილ გიორგაძის გათავისუფლებას მოითხოვს

საყდრისის დაცვის კომიტეტი დღეს პრემიერმინისტრს განცხადებით მიმართავს და მიხეილ გიორგაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

კომიტეტის წევრები ამტკიცებენ, რომ გიორგაძის მინისტრად დანიშვნიდან დღემდე უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.

იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი მათ წინადადებას არ გაითვალისწინებს, საყდრისის დაცვის კომიტეტი აქციებს და არასაპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს.

ბრალდებებს პასუხობს მიხეილ გიორგაძე და ამბობს, რომ კულტურის სამინისტროში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არგუმენტირებულია. 

დღის ამბები