19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
36-ე საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლებას აღსაზრდელების მშობლები აპროტესტებენ

ბაღების დირექტორების მორიგი გათავისუფლებები. ამჯერად თანამდებობები 4 სკოლამდელი სასწავლებლის ხელმძღვანელს დაატოვებინეს. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ფინანსური გადაცდომა გახდა.

გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზეს არ ეთანხმებიან, როგორც ყოფილი ხელმძღვანელები, ასევე აღსაზრდელების მშობლებიც. 36-ე საბავშვო ბაღში დირექტორის გათავისუფლების გამო მშობლებმა პროტესტი გამოთქვეს.

მშობლების თქმით, დირექტორი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახალი დირექტორი შენობაში არ შეუშვან.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები