19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა"- ელზა უდესიანი ბაღის დირექტორობიდან გათავისუფლებაზე

საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორი, ელზა უდესიანი, პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. ელზა უდესიანი აცხადებს, რომ მას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა და დაკითხა. უდესიანის თქმით, მათი დაკვეთით ხდება მათთვის არასასურველი დირექტორების გათავისუფლება.

„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, სახელმწიფო მანქანა ებრძვის გია უდესიანს, ვინაიდან ვარ გია უდესიანის და, შერჩევით მოხდა ამ ფინანსურიო დოკუმენტაციის გაწვევაც,“- განაცხადა ელზა უდესიანმა.

36-ე საბავშვო ბაღში ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი დირექტორის გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები