19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
„ნარმანია და მისი ძმობილი თორდინავა რეპრესიული ზომების გატარებას განაგრძობენ,"- სევდია უგრეხელიძე

ამ დროისთვის თანამდებობებიდან გათავისუფლებულები არიან 36-ე, მე-3, 144-ე 2013-ე საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორები. მათი ნაწილი საკრებულოში იმყოფებოდა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართეს.

"ნარმანია და მისი ძმობილი თორდინავა თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორებისა და სხვა თანამშრომლების მიმართ რეპრესიული ზომების გატარებას განაგრძობენ. გუშინ კიდევ 4 ბაღის დირექტორი იქნა მოხსნილი, სრულიად ყურით მოთრეული მიზეზებით ხდება მოხსნა და განაგრძობენ თავიანთი აქტივისტების დასაქმებას", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, სევდია უგრეხელიძემ.

ბაღის გათავისუფლებული დირექტორები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.  

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები