უსახლკაროთა შესახებ კანონის მიღება მოითხოვეს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე. აქციის მონაწილეების თქმით, უნდა განისაზღვროს უსახლკაროთა სტატუსი და რეალური ნაბიჯები გადაიდგას მათი საცხოვრებლებით უზრუნველსაყოფად.
აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნებით პარლამენტში თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე წერილიც შეიტანეს.
ისინი ხელისუფლებას საარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებენ და საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.